ილჰამ ალიევი – საფრანგეთი ვერ მიიღებს მონაწილეობას სამშვიდობო პროცესში, ამიტომ 7 დეკემბრის შეხვედრა არ შედგება


ავტორი
Front News საქართველო
აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი აცხადებს, რომ საფრანგეთი ვერ მიიღებს მონაწილეობას ბაქოსა და სომხეთს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებებში, ამიტომ 7 დეკემბერს ბრიუსელში დაგეგმილი ოთხმხრივი შეხვედრა ემანუელ მაკრონისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მონაწილეობით არ შედგება.
ალიევის თქმით, პრაღაში გამართული შეხვედრიდან ერთი კვირის შემდეგ ემანუელ მაკრონმა ინტერვიუში გააკრიტიკა აზერბაიჯანი და დაადანაშაულა ბაქო იმაში, რაც მას არ ჩაუდენია, ამას მოჰყვა საფრანგეთის სენატის მიერ რეზოლუციის მიღება, რომელიც აზერბაიჯანისთვის აბსოლუტურად მიუღებელი და შეურაცხმყოფელია.
“ამ ყველაფრის გათვალისწინებით, გასაგებია, რომ საფრანგეთი ვერ მიიღებს მონაწილეობას სამშვიდობო პროცესში. ეს არა ჩვენი, არამედ მათი ბრალია, რადგან არც აშშ-ს და არც რუსეთს არასდროს ოფიციალურ დონეზე არ დაუკავებიათ ვინმეს მხარე. ეს ნიშნავს, რომ 7 დეკემბერს შეხვედრა არ შედგება. ჩვენ განვიხილავთ სხვა ალტერნატივებს. ვნახოთ, ვინ შეასრულებს შუამავლის როლს და რომელ პლატფორმაზე“, – განაცხადა ალიევმა.
სომხეთის საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ სომხეთი მზად არის 7 დეკემბერს დაგეგმილი შეხვედრისთვის, პრაღაში მიღწეული შეთანხმებისა და ფორმატის შესაბამისად.
თაგები:
ილჰამ ალიევი

“ნაციონალური მოძრაობა” პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესში მონაწილეობას არ მიიღებს

აკია ბარბაქაძე – ასეთი მიუღებელი მშვიდობა, რომელსაც ვხედავთ, ამერიკა უკრაინას თავს ახვევს, ვერ შედგება, მოლაპარაკების თემა კაპიტულაცია ვერ იქნება

შალვა პაპუაშვილი – პირობითად თუ გაიყვანა რომელიღაცა პარტიამ 15 პარლამენტის წევრი, მე-16-დან შეუძლიათ ეს სია ჩახსნან, 15 კაცს თითს ვერ დაადებს ვერცერთი პარტია