
ავტორი
Front News საქართველო
აზერბაიჯანი აპირებს, საერთაშორისო ბაზრებზე ექსპორტზე გაიტანოს ელექტროენერგია და ჩვენი მარშრუტი აუცილებლად გაივლის საქართველოს, – ამის შესახებ საქართველოში მყოფმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა.
“10 გეგავატი არის ჩვენი შესაძლებლობები განახლებადი ენერგიის კუთხით და კასპიის ზღვის გავლით გვაქვს საშუალება, 157 გეგავატი გავიტანოთ ექსპორტზე. ეს არის საერთაშორისო დათვლებით და პროგნოზებით დადგენილი მაჩვენებელი.
მიგვაჩნია, რომ იქნება ახალი სამიზნე ორიენტირი, რათა ელექტრონერგია გავიტანოთ ექსპორტზე და როგორც სხვა მიმართულებებით, მიგვაჩნია, რომ საქართველო და აზერბაიჯანი წარმატებით ითანმშრომლებენ ამ მიმართულებითაც და საერთო ჯამში გაიზრდება ჩვენი თანამშრომლობის პოტენციალი, კეთილდღეობა, ენერგოდერეფნების პოტენციალი“, – განაცხადა ალიევმა.
თაგები:
ილჰამ ალიევი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს