ილია დარჩიაშვილი – დარწმუნებული ვარ, რომ ერთადერთ სწორ და რაციონალურ გადაწყვეტილებას მიიღებენ ჩვენი ევროპელი პარტნიორები


ავტორი
Front News საქართველო
დარწმუნებული ვარ, რომ ერთადერთ სწორ და რაციონალურ გადაწყვეტილებას მიიღებენ ჩვენი ევროპელი პარტნიორები, რაც სწორედ ამ რეგიონული უსაფრთხოების კონტექსტში არის ერთადერთი, მნიშვნელოვანი და აუცილებელი ყველას უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა მოლდოვის დედაქალაქ კიშინეუში განაცხადა, სადაც პრემიერ-მინისტრის დელეგაციის შემადგენლობაში იმყოფება.
მინისტრის თქმით, საქართველოსთან მიმართებაში გადაწყვეტილება იყო უსამართლო.
“ჩვენ არა ერთხელ გვითქვამს, რომ საქართველოსთან მიმართებაში გადაწყვეტილება იყო უსამართლო და ამაზე ჩვენ ყოველთვის გვაქვს შესაძლებლობა, ჩვენს პარტნიორებთან ვისაუბროთ. რა თქმა უნდა, ამ ჩვენს პოზიციას, ხშირ შემთხვევაში უკვე ჩვენი პარტნიორებიც ჩვენს საუბრებში ეთანხმებიან და ყველა ხედავს საჭიროებას და იმის აუცილებლობას, რომ საქართველოსთვის სტატუსის მინიჭება იყო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვსაუბრობთ ჩვენს პარტნიორებთან ჩვენს ძალისხმევასა და ვალდებულებებზე, ქვეყნის რეფორმების დღის წესრიგის შენარჩუნებაზე მომავალში და ვფიქრობ, ეს პროცესი უნდა იყოს ურთიერთგაგებაზე დაფუძნებული, რადგან საქართველო ერთი მხრივ გამოწვევების ფონზე აკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ ქვეყნის რეფორმირების პროცესი გაგრძელდეს, ხოლო მეორე მხრივ ჩვენი პარტნიორები აუცილებლად უნდა ხედავდნენ საჭიროებას მათგან შემხვედრი ნაბიჯების გადმოდგმის და ეს არის დისკუსიის საგანი, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ და დარწმუნებული ვარ, რომ ერთადერთ სწორ და რაციონალურ გადაწყვეტილებას მიიღებენ ჩვენი ევროპელი პარტნიორები, რაც სწორედ ამ რეგიონული უსაფრთხოების კონტექსტში არის ერთადერთი, მნიშვნელოვანი და აუცილებელი ყველას უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.
თაგები:
ილია დარჩიაშვილი

ილია დარჩიაშვილი – დარწმუნებული ვარ, ჩვენი პარტნიორები მიხვდებიან, რომ მსგავსი ტიპის ინტერვენციები და უპატივცემულობა ჩვენთვის მიუღებელია

ილია დარჩიაშვილი – დარწმუნებული ვარ, 15 დეკემბერს ევროპული საბჭო ერთადერთ სწორ და მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას მიიღებს

ირაკლი ღარიბაშვილი – მჯერა, რომ ჩვენი ევროპელი მეგობრები წელს მიიღებენ ერთადერთ სწორ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას და საქართველოს და ქართველ ხალხს მიანიჭებენ კანდიდატის სტატუსს