ილია დარჩიაშვილი – პრემიერ-მინისტრი გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას, ერთ-ერთ მთავარ აქცენტს გააკეთებს სამშვიდობო სამეზობლო პოლიტიკაზე


ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას, ერთ-ერთ მთავარ აქცენტს გააკეთებს სამშვიდობო სამეზობლო პოლიტიკაზე, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, პრემიერის გამოსვლის თემა იქნება ასევე ყველა ის საკითხი, რომელიც საქართველოს აქვს საერთაშორისო დღის წესრიგში.
“როგორც იცით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი მიმართავს გაეროს გენერალურ ასამბლეას. ძალიან მნიშვნელოვანი აქცენტები იქნება გაკეთებულია ყველა გამოწვევებთან მიმართებაში. საქართველოს პრემიერ-მინისტრი, როგორც შარშან, ერთ-ერთ მთავარ აქცენტს გააკეთებს სამშვიდობო სამეზობლო პოლიტიკაზე. როგორც იცით, ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩვენს რეგიონში იყოს მშვიდობა და სტაბილურობა. პრემიერ-მინისტრის გამოსვლის მთავარი აქცენტი სწორედ ამ მიმართულებით იქნება და ასევე ყველა ის საკითხი, რომელიც საქართველოს აქვს საერთაშორისო დღის წესრიგში“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.
თაგები:
ილია დარჩიაშვილი

ილია დარჩიაშვილი – პრემიერ-მინისტრი სიტყვით გამოვა დისკუსიაზე ეკონომიკური უსაფრთხოების შესახებ, რომელსაც გერმანიის კანცლერი თავმჯდომარეობს

ილია დარჩიაშვილი – პრემიერ-მინისტრი უხელმძღვანელებს საქართველოს დელეგაციას ასოცირების საბჭოს ფარგლებში

ილია დარჩიაშვილი ჟენევაში, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს მაღალი დონის სეგმენტის 55-ე სესიის ფარგლებში სიტყვით გამოვა