ილია დარჩიაშვილი – პრემიერ-მინისტრმა გამართა უმნიშვნელოვანესი შეხვედრა აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველთან


ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დღეს გამართა უმნიშვნელოვანესი შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მრჩეველთან, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ბატონ სალივანთან, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა აშშ-ში განაცხადა, სადაც პრემიერ-მინისტრთან ერთად ვიზიტით იმყოფება.
მისი თქმით, ხაზგასმით იქნა აღნიშნული, რომ საქართველო ელოდება, როდის ჩავა აშშ-ის ახალი ელჩი საქართველოში, რომელიც, რა თქმა უნდა, მოიტანს ახალ მუხტს იმისთვის, რომ კიდევ უფრო გაძლიერდეს და გაღრმავდეს ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობა.
“საკითხი, რომელიც იქნა განხილული ორმხრივ ფორმატში, შეეხებოდა ჩვენს თანამშრომლობას, პარტნიორობას და იმ სტრატეგიულ ურთიერთობებს, რომელიც ჩვენ გვაკავშირებს ბოლო 30 წლის განმავლობაში. ხაზგასმით იქნა აღნიშნული, რომ საქართველო ელოდება, როდის ჩაბრძანდება აშშ-ის ახალი ელჩი საქართველოში, რომელიც, რა თქმა უნდა, მოიტანს ახალ მუხტს იმისთვის, რომ კიდევ უფრო გაძლიერდეს და გაღრმავდეს ჩვენს ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობა. შეხვედრაზე, ცალსახად უნდა აღინიშნოს, რომ იყო აქცენტი ზოგადად, უსაფრთხოების საკითხებზე ჩვენს რეგიონში, რეგიონს მიღმა, რეგიონში მიმდინარე ომის შესახებ და რა თქმა უნდა, ეს საკითხი, რომელიც ეხება ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი რეგიონის უსაფრთხოებას, იყო განხილვის ერთ-ერთი საგანი. ზოგადად, ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ასეთ მაღალ დონეზე ხდება კომუნიკაცია ორ ქვეყანას შორის“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.
თაგები:
ილია დარჩიაშვილი

ილია დარჩიაშვილი – აშშ-ის ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტის კანონპროექტის დამტკიცება ადასტურებს აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის სიმტკიცეს

ილია დარჩიაშვილი – პრემიერ-მინისტრმა საქართველოს მნიშვნელობა და როლი დაანახა მსოფლიოს და ვფიქრობ, ეს მნიშვნელოვანი საკითხია

ილია დარჩიაშვილი – დღეს გვქონდა ძალიან საინტერესო შეხვედრა ევროპარლამენტის პრეზიდენტთან