ილია დარჩიაშვილი სამუშაო ვიზიტით იტალიის რესპუბლიკას ეწვევა


ავტორი
Front News საქართველო
2023 წლის 20-23 აპრილს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, სამუშაო ვიზიტით იტალიის რესპუბლიკას ეწვევა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში გაიმართება შეხვედრები იტალიის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან.
ილია დარჩიაშვილი შეხვდება იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის მინისტრს ანტონიო ტაიანის.
ილია დარჩიაშვილი და ანტონიო ტაიანი ხელს მოაწერენ იტალიასა და საქართველოს შორის მაღალი დონის დიალოგის ინიცირების შესახებ დეკლარაციას. ასევე საქართველოსა და იტალიას შორის კულტურის და მეცნიერების სფეროში 2023-2027 წლებისთვის აღმასრულებელ პროგრამას.
აღსანიშნავია, რომ ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი შეხვდება მცხოვრები ქართული დიასპორის წარმომადგენლებს.
თაგები:
ილია დარჩიაშვილი