ილია დარჩიაშვილი – საქართველო, გილოცავ ამ ისტორიულ დღეს!


ავტორი
Front News საქართველო
ევროპულმა საბჭომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.
აღნიშნულს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება.
“საქართველო, გილოცავ ამ ისტორიულ დღეს! ჩვენმა ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი მიიღო! დღევანდელი გადაწყვეტილება არის საქართველოს მისწრაფებების, მისი მრავალწლიანი ძალისხმევისა და მიღწეული პროგრესის აშკარა აღიარება! საქართველოს ხელისუფლების ნება, რომ საქართველოს ცივილიზაციური არჩევანი რეალობად აქციოს, უცვლელი რჩება. ჩვენ მზად ვართ ვიმუშაოთ ჩვენს ევროპელ მეგობრებთან და პარტნიორებთან ერთად, რათა მივიყვანოთ ჩვენი ქვეყანა საბოლოო მიზნამდე – ევროკავშირში გაწევრიანებამდე!” – წერს დარჩიაშვილი X-ის პირად გვერდზე.
თაგები:
ილია დარჩიაშვილი

ილია დარჩიაშვილი – დღეს საქართველოს მნიშვნელოვანი შესაძლებლობების ფანჯარა გაეხსნა, ჩვენ აუცილებლად გამოვიყენებთ ამ შესაძლებლობებს

ილია დარჩიაშვილი – გილოცავ, საქართველო! ეს არის საქართველოს მიერ გაწეული ძალზე ინტენსიური მუშაობის აშკარა აღიარება

ილია დარჩიაშვილი – ამ ვიზიტით, ამ შეხვედრით კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი, რომ საქართველო ნატო-ს მნიშვნელოვანი და ღირებული პარტნიორია