Logo

ილია ინჯია - ბრძოლა, რომ ჩვენი ქვეყანა ომში ჩართონ და სახელმწიფო გადატრიალება მოაწყონ, არ შეჩერებულა

პოლიტიკა
212
Frontnews image description

ბრძოლა, რომ ჩვენი ქვეყანა ომში ჩართონ და სახელმწიფო გადატრიალება მოაწყონ, არ შეჩერებულა. ომში ჩართვის პოლიტიკა ჯერ კიდევ აქტიურია და ჩვენ ამ გამოწვევას უნდა გავუმკლავდეთ, - ამის შესახებ "ევროპელი სოციალისტების“ ლიდერმა ილია ინჯიამ განაცხადა.

მისი აზრით, "არანაირ კავშირშია ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა იმ კანონების გაუქმებასთან, რომელიც ემსახურება ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს და მშვიდობის შენარჩუნებას“.

"ყველა გავეცანით პოლიტსაბჭოს განცხადებას. ბატონმა პრემიერმა ხაზგასმით აღნიშნა დღევანდელი, ის რეალური მდგომარეობა, როგორ პირობებსაც გვიდგენს ევროკავშირი. ეს არ არის ახალი. ჩვენ ამას შეგვაჩვიეს და სხვადასხვა მიზეზით, სხვადასხვა შანტაჟის ენით, ფაქტობრივად ყოველ წელს, ეს გზა გვაქვს გასავლელი. წელსაც, ევროკავშირისგან საკითხი დადგა ვიზების გაუქმებასთან დაკავშირებით. აბსოლუტურად მიუღებელია მსგავსი ენა და მსგავსი ნარატივით საუბარი ჩვენს მოსახლეობასთან. არანაირ კავშირშია ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა იმ კანონების გაუქმებასთან, რომელიც ემსახურება ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს, მშვიდობის შენარჩუნებას, ტრადიციული ოჯახების დაცვას, ჩვენს სარწმუნოებას. ვიცით, რომ ჩვენი მოსახლეობის არჩევანიც და მოთხოვნაც ზუსტად ეს იყო, რომ მაქსიმალურად დაგვეცვა ეს ღირებულებები ჩვენს ქვეყანაში.  როგორც წინა წლებში, ეს ბრძოლა იმაში, რომ ჩვენი ქვეყანა ჩართონ ომში და მოაწყონ სახელმწიფო გადატრიალება, არ შეჩერებულა და სხვადასხვა მიზეზით ვხედავთ, რომ ყოველ წელს, ახალ-ახალი მიზეზებით და ნარატივებით მიმდინარეობს იგივე ბრძოლა. ასე რომ, ომში ჩართვის პოლიტიკა ჯერ კიდევ აქტიურია, ჩვენ ამ გამოწვევას უნდა გავუმკლავდეთ. თუმცა, ეს გამოცდილება მივიღეთ და ვფიქრობთ, ეს ყველაფერი კარგად დამთავრდება“, - განაცხადა ინჯიამ.

თაგები:

ილია ინჯია
Advertisement