ილია ინჯია - ქვეყნები, სადაც შედიხართ და სადაც აპირებთ ოპერირებას, იქ რომ ამ ყველაფერს ავითარებთ, ეს საიდან ფინანსდება

ავტორი
Front News საქართველო
სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე, სადაც დღეს მედიკამენტების ფასწარმოქმნის სტრუქტურა განიხილება პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, პოლიტიკური ჯგუფის "ევროპელი სოციალისტების“ ლიდერმა ილია ინჯიამ "ჯი ემ ფარმას“ წარმომადგენლებს უცხოურ ბაზარზე შესვლასთან დაკავშირებით კრიტიკული კითხვებით მიმართა.
ინჯიამ "ჯი ემ ფარმას“ წარმომადგენლებს, რომელიც „პე ეს პე“ ჯგუფის ქოლგის ქვეშ მყოფი კომპანიაა ჰკითხა უცხოურ ბაზარზე ოპერირებას ხომ არ აპირებენ სწორედ იმ მოგებით, რომელიც ქართულ ბაზარზე მედიკამენტების რეალიზაციით მიიღეს.
"რამით უკმაყოფილო ხართ საქართველოს ბაზარზე მუშაობით? ისე აღნიშნავთ 2023-2024 წლის მოგებას, თქვენ რომ ეს ქვეყნები ჩამოთვალეთ, სადაც შედიხართ და სადაც აპირებთ ოპერირებას საქართველოში მიღებული მოგებით აფინანსებთ ხომ ალბათ იმ ქვეყნებში შესვლას? იქ რომ ამ ყველაფერს ავითარებთ, ეს საიდან ფინანსდება? ხომ არ ფინანსდება ეს საქართველოს ბაზარზე მიღებული მოგებით? თუ კრედიტს იღებთ იმ ქვეყანაში.
იმ ქვეყნებში, რომელშიც შედიხართ ოპერირებისთვის, რა თქმა უნდა, რაღაც კვლევა ჩაატარეთ. რომელი კვლევის მიხედვითაც მიიღეთ გადაწყვეტილება, რომ იმ ბაზარზე შეხვიდეთ და ეს თქვენთვის საინტერესო არის. რა რეგულაციები არის იქ და რა იყო მოტივაცია, რომ ახალი ბაზრები აგეთვისებინათ და იქაური ფასები რამდენად განსხვავდება საქართველოში არსებული ფასებისგან?“ - განაცხადა ილია ინჯიამ.
"ჯი ემ ფარმას“ წარმომადგენლის განცხადებით, ადგილობრივი ბაზრით, კომპანია ვერ დააგენერირებს იმ მოგებას, რომელიც მისი არსებობისთვის საკმარისი იქნება.
"მხოლოდ საქართველოს ბაზარზე, რომ მუშაობით კომპანია დაიხურება, კომპანია ვერ დააგენერირებს იმ მოგებას“- განაცხადა „ჯი ემ ფარმას“ წარმომადგენელმა.
ილია ინჯიას განცხადებით, იმ ნარატივით საუბარი, რომ კომპანია წაგებაზე მიდის და მისთვის წინა წლები რთული იყო არ არის მართებული.
"სანამ სხვა ქვეყნებში ოპერირებას გააგრძელებდით, მანამდე საქართველოს ბაზარზე იყავით მხოლოდ. ხომ არ დაშლილა კომპანია, ხომ არ დაკეტილა?! ისეთი ნარატივით საუბარი, რომ თითქოს უკმაყოფილო ხართ რაღაცით ეს არ არის სწორი მიდგომა“, - განაცხადა ილია ინჯიამ.
თაგები:
ილია ინჯია




