ილია ინჯია - თვითნებურად ამ ნაბიჯის გადადგმა არის ანტიქართული საქმე, რომელიც აზიანებს ქართულ ეკონომიკას


ავტორი
Front News საქართველო
რამდენიმე დღის წინ, ცნობილი გახდა, რომ კომპანია "ბლექროკმა" შეიძინა "საქართველოს ბანკის" აქციები, ხოლო, გუშინ ვიგებთ, რომ ბანკმა, თავის რუს კლიენტებს შეუზღუდა თანხის დახარჯვა, მაშინ, როდესაც სახელმწიფოსგან ან ეროვნული ბანკისგან, მსგავსი არანაირი რეგულაცია არ ყოფილა, - ამის შესახებ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ევროპელი სოციალისტების" ლიდერმა ილია ინჯიამ განაცხადა.
ინჯიამ ეროვნულ ბანკს მიმართა, ამ ფაქტზე ახსნა-განმარტება მოითხოვოს "საქართველოს ბანკისგან".
"თვითნებურად ამ ნაბიჯის გადადგმა ბანკის მხრიდან, არის პირდაპირ ანტიქართული საქმე, რომელიც აზიანებს ქართულ ეკონომიკას. საინტერესოა, რა დავალება აქვს ასეთი "საქართველოს ბანკს", რომ საკუთარი ფინანსური ინტერესების საზიანოდ მიიღო ეს გადაწყვეტილება. სწორედ ამიტომ, პირველ რიგში, მინდა მივმართო ეროვნულ ბანკს, სასწრაფოდ მოითხოვოს ახსნა-განმარტება საქართველოს ბანკისგან ამ ფაქტთან დაკავშირებით", - განაცხადა ილია ინჯიამ.
თაგები:
ილია ინჯია

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

მეუფე ნიკოლოზმა მიხეილ სააკაშვილი მოინახულა