
ავტორი
Front News საქართველო
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ბულგარეთის პატრიარქის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.
“ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდს
მისი უწმინდესობის, ბულგარეთის პატრიარქ ნეოფიტეს გარდაცვალება დიდი დანაკლისია როგორც თქვენი ეკლესიისა და სახელმწიფოსთვის, ისე მსოფლიო მართლმადიდებელი სამყაროსთვის.
მან პირველიერარქის რანგში 11 წელი იმოღვაწევა, თუმცა თავისი ცხოვრება ახალგაზრდობიდანვე ეკლესიას დაუკავშირა და თავდაუზოგავი შრომით წარუშლელი კვალი დატოვა ქვეყნის ცხოვრებაშიც და საერთაშორისო ასპარეზზეც.
ვუსამძიმრებთ ბულგარეთის ეკლესიის წმინდა სინოდს, სასულიერო და საერო დასს და საქართველოს ეკლესიისა და პირადად ჩემი სახელით გამოვთქვამთ მწუხარებას მომხდარის გამო. ამასთან შევთხოვთ ყოვლადმოწყალე უფალს, სავანე მართალთა დაუმკვიდროს უწმინდეს ნეოფიტეს უკვდავ სულს და წიაღსა შინა აბრაამისასა განუსვენოს მას.
ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მთავარეპისკოპოსი მცხეთა-თბილისისა და მიტროპოლიტი ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთისა”, – აღნიშნულია სამძიმრის წერილში.
თაგები:
პატრიარქი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს