
ავტორი
Front News საქართველო
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ირაკლი კობახიძეს პრემიერ-მინისტრად დანიშვნას ულოცავს.
“მის აღმატებულებას, საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბატონ ირაკლი კობახიძეს,
ბატონო ირაკლი, გულითადად გილოცავთ საქართველოს პრემიერ-მინისტრად დანიშვნას.
კარგად მოგეხსენებათ, ეს მეტად საპატიო თანამდებობაა და ამასთან, დიდი პასუხისმგებლობაც, მით უმეტეს, ჩვენს რთულ დროს.
ინებოს ღმერთმა, თქვენი მოღვაწეობა იყოს მშვიდობის, კეთილდღეობისა და შემდგომი წარმატებების მომტანი საქართველოსთვის.
გისურვებთ ღვთის მფარველობასა და შეწევნას ჩვენი ერისა და ქვეყნის სამსახურად“, – აღნიშნულია პატრიარქის მილოცვაში, რომელიც საქართველოს საპატრიარქოს გვერდზე გამოქვეყნდა.
თაგები:
პატრიარქი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს