ილონ მასკი – პუტინს მხოლოდ ერთხელ ვესაუბრე და ეს იყო დაახლოებით 18 თვის წინ


ავტორი
Front News საქართველო
SpaceX-ის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა ილონ მასკმა უარყო მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, რომ „უკრაინის სამშვიდობო გეგმის“ გასაჯაროებამდე რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს ესაუბრა.
“არა, ეს ასე არ არის. პუტინს მხოლოდ ერთხელ ვესაუბრე და ეს დაახლოებით 18 თვის წინ მოხდა. საუბარი კოსმოსს ეხებოდა“, – აღნიშნა ილონ მასკმა.
მანამდე პოლიტოლოგმა და „ევრაზია ჯგუფის“ დამფუძნებელმა იან ბრემერმა განაცხადა, რომ პუტინმა მასკთან საუბარში „მოლაპარაკებებისთვის მზადყოფნა“ დაადასტურა, თუმცა მხოლოდ იმ პირობით, თუ ყირიმი დარჩება რუსეთის ტერიტორიად და უკრაინა აღიარებს ლუგანსკის, დონეცკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ანექსიას.
თაგები:
ილონ მასკი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს