Logo

ილონ მასკის მამა 9-10 ივნისს მოსკოვში კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას

პოლიტიკა
178
Frontnews image description

მოსკოვში "მომავლის ფორუმად" წოდებულ კონფერენციაზე ლავროვთან ერთად მომხსენებლები ილონ მასკის მამა და საქართველოს მთავრობისა და ეროვნული ბანკის დაქირავებული “სპიკერი”, პუტინისტი ჯეფრი საქსი იქნებიან, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ოპოზიციონერი პოლიტიკოსი რომან გოცირიძე წერს.

"მოსკოვში 9-10 ივნისს გაიმართება “მომავლის ფორუმად” წოდებული კონფერენცია, სადაც ლავროვთან ერთად მთავარი მომხსენებლები იქნებიან ილონ მასკის მამა და საქართველოს მთავრობისა და ეროვნული ბანკის დაქირავებული “სპიკერი”, პუტინისტი ჯეფრი საქსი. ეს უკანასკნელი უფულოდ არსად გამოდის, მაგრამ რა შედარებაა - გასულ კვირას ორჯერ რომ ჩართო ამერიკიდან ეროვნულმა ბანკმა და მთავრობამ ღონისძიებებში, რაც გადაუხადეს იმაზე ათჯერ მეტს გადაუხდიან რუსები.

სხვათა შორის, ერთ-ერთი მომხსენებელია ამერიკელი პოლიტოლოგი დიმიტრი საიმსი, რომელზეც საქმეა აღძრული ამერიკაში და რუსეთშია გაქცეული. ეწევა რუსული ტელევიზიებით ანტიდასავლურ (ანტიდიპსტეიტურ) კამპანიას. მილიონები უპოვეს ანგარიშებზე რუსეთიდან გადმორიცხული, გაჩხრიკეს მისი სახლი. კი მოასწრო გაქცევა.

ჯეფრი საქსის საქართველოში გააქტიურების კვალი მოსკოვში მიდის", - წერს გოცირიძე.

Advertisement