“იმ 6 პუნქტის გარდა, სხვა პირობას მოლაპარაკების ჩაშლისთვის არ დავაყენებთ”


ავტორი
Front News საქართველო
"ლეიბორისტული პარტიის" ოფისში ოპოზიციის შეხვედრა დასრულდა.
"სტრატეგია აღმაშენებლის" წევრის, პაატა მანჯგალაძის ინფორმაციით, ოპოზიცია ერთიანია იმ პოზიციაში, რომ ხელისუფლებას მოლაპარაკებების ჩაშლის საფუძველი არ მიეცეს.
"იმ ჩანაწერების გამოქვეყნების შემდეგ, ნორმალურ ქვეყანაში, არა მარტო მოლაპარაკების პროცესიდან, არამედ პრემიერ-მინისტრობიდან გადააყენებდნენ პრემიერ-მინისტრს, მაგრამ იმ ვითარებაში, რომელშიც ჩვენ ვართ დღეს, ჩვენი პოზიციაა, რომ ხელისუფლებას არ უნდა მივცეთ დამატებითი მიზეზი მოლაპარაკების ჩაშლის. მთავარია შედეგი და პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის საშუალება არის ვადამდელი არჩევნები. ამ რეალობაში, რომ ხელისუფლებას არ უნდა მივცეთ დამატებითი მიზეზი მოლაპარაკების ჩაშლისთვის, ყველა პარტია ერთიანია. სასურველია, რომ ღარიბაშვილი არათუ მოლაპარაკების პროცესში, არამედ საერთოდ არ იყოს პრემიერ-მინისტრი, მაგრამ იმ რეალობაში, რომელშიც ვცხოვრობთ, აუცილებელია კრიზისიდან გამოსავლის პოვნა.
იმ საკითხების გარდა, რომელიც იყო მოლაპარაკების მაგიდასთან, იმ 6 პუნქტის გარდა, სხვა პირობას მოლაპარაკების ჩაშლისთვის არ დავაყენებთ", – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს