
ავტორი
Front News საქართველო
მსოფლიოში ცნობილ ჯალათებს, დესპოტებს რაც გაუკეთებიათ, ამ ჩვენს “საწყალ” პრეზიდენტს მათზე ნაკლები ცოდვა არ აქვს ჩადენილი ერის, ხალხის წინაშე… როგორ შეიძლება, ასეთი კაცი გავათავისუფლოთ, წადი, გენაცვალეო?.. ეს სხვა პატიმრების დაცინვაა! – ამის შესახებ მსახიობი იმედა კახიანი “კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში აცხადებს.
“ისედაც გათავისუფლებულია, უმაღლეს პირობებშია, აქ არ მოსწონს და ევროპაში წასვლა ნებავს! არ უნდა მოეკითხოს მას, ვინც ქვეყნის 20%-ს რუსეთს ჩააბარებს?! ხომ მან ჩააბარა? რად უნდა მაგას ბევრი ძიება? ასეთ კაცს მოღალატე არ უნდა ერქვას?! მოღალატე არ უნდა დაისაჯოს?! ავად არისო და ეგ ჩემი ბრალი კი არ არის, არ ჭამს საჭმელს და ყველაფერს აკეთებს იმიტომ, რომ ევროპაში წავიდეს…ალექსანდრე ყაზბეგის “ხევისბერი გოჩა” ხომ გვახსოვს?! მამამ რომ გაიგო, შვილმა ქვეყანას უღალატა, თავისი ხელით მოკლა! ვერ აპატიებდა, ხალხმა რომ თქვა, ქვეყნის მოღალატეაო, თორემ მას არც უღალატია… ადამიანმა მეტი რა უნდა დააშავოს, ვიდრე ქვეყანა გაყიდოს და სამშობლოს უღალატოს?!“, – აცხადებს იმედა კახიანი.
თაგები:
მიხეილ სააკაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს