Logo

"იმედი" - ევროპარლამენტმა "იმედს" საქმიანობა ერთი წლით აუკრძალა, მოლდოვამ კი სამ ქართულ მაუწყებელს აკრედიტაციაზე უარი უთხრა

Frontnews image description

ევროპარლამენტმა ტელეკომპანია „იმედს“ საქმიანობა ერთი წლით აუკრძალა, მოლდოვამ კი, სამ ქართულ მაუწყებელს, „იმედს“, „რუსთავი 2“-სა და „პოსტივის“ აკრედიტაციაზე უარი განმარტების გარეშე უთხრა, – ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია „იმედი“ ავრცელებს.

"დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების გამო, აღნიშნული მაუწყებლები ვერ გააშუქებენ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 135-ე სესიას, სადაც საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელიც იქნება წარმოდგენილი", - წერს "იმედი".

"გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 135-ე სესიისთვის აკრედიტაციის მოთხოვნები კომპეტენტურმა ორგანოებმა განიხილეს. მოქმედი ეროვნული კანონმდებლობისა და მოლდოვის რესპუბლიკაში უცხოელი ჟურნალისტების აკრედიტაციის შესახებ რეგულაციის შესაბამისად. აკრედიტაციის პროცესი ყველა განმცხადებლისთვის სტანდარტული შეფასების პროცედურას მოიცავს. ამ განხილვის შემდეგ თქვენი მოთხოვნა არ დადასტურდა. პატივისცემით აღვნიშნავთ, რომ ჩვენ არ შეგვიძლია დამატებითი კომენტარების გაკეთება ინდივიდუალური აკრედიტაციის შეფასებებთან ან შიდა განხილვის პროცედურებთან დაკავშირებით“, – აღნიშნულია მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტროს განმარტებაში.

ამასთან, ტელეკომპანიის ცნობით, "იმედმა“ ოფიციალური წერილი მიიღო ევროპარლამენტისგან, რომლის თანახმად, არხს ერთი წლის განმავლობაში ევროპის პარლამენტში საქმიანობა ეკრძალება.

"როგორც მედიაორგანიზაცია, ჩვენ ვასრულებთ საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის გავრცელების ფუნქციას. ევროპარლამენტის საქმიანობის გაშუქება წარმოადგენს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის საკითხს, ხოლო ჟურნალისტებისთვის წვდომის ხანგრძლივი შეზღუდვა გავლენას ახდენს არა მხოლოდ კონკრეტული მედიის საქმიანობაზე, არამედ საზოგადოების შესაძლებლობაზე, დროულად და სრულყოფილად მიიღოს ინფორმაცია ევროპული დემოკრატიული ინსტიტუტების მუშაობის შესახებ“, – აცხადებენ ტელეკომპანია „იმედში“.

თაგები:

იმედი
Advertisement
Advertisement 2
სიახლეები