Logo

“იმედი გვაქვს, ამჯერად მაინც მოხდება ISFED-ის საქმიანობის სამართლებრივი შეფასება, მის უკან მდგომი ძალების მხილება და დანაშაულის ჩამდენთა პასუხისგებაში მიცემა”

პოლიტიკა
591
Frontnews image description

ექვსი თვეა, ISFED მალავს 2024 წლის არჩევნების ხმების პარალელური დათვლის მონაცემებს და ახლა უკვე საგამოძიებო უწყებისთვის გადაცემის პროცესსაც აჭიანურებს. ეს ქმედება კიდევ ერთი მტკიცებულებაა „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ მიმართვის საფუძველზე დაწყებული გამოძიებისათვის, რომელიც საბოტაჟსა და უცხო ქვეყნისათვის ან უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას ეხება, – ამის შესახებ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ განცხადებაშია ნათქვამი.

“საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, რომ გენერალურმა პროკურატურამ არასამთავრობო ორგანიზაცია ISFED-ისგან გამოითხოვა 2024 წლის არჩევნების ხმების პარალელური დათვლის (PVT) შედეგები. შეგახსენებთ, რომ უკვე ექვსი თვეა, ISFED-ი მალავს აღნიშნულ მონაცემებს და ახლა უკვე საგამოძიებო უწყებისთვის გადაცემის პროცესსაც აჭიანურებს. მიგვაჩნია, რომ ეს ქმედება კიდევ ერთი მტკიცებულებაა „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ მიმართვის საფუძველზე დაწყებული გამოძიებისათვის, რომელიც საბოტაჟსა და უცხო ქვეყნისათვის ან უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას ეხება. ISFED-ი საქართველოში მოქმედი აგენტურული ქსელის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რგოლია, რომელსაც პატრონები სხვადასხვა დროს განვითარებულ რევოლუციურ პროცესებში საკვანძო როლს აკისრებდნენ. ასე იყო 2020 წელსაც, როდესაც ISFED-მა წინასწარი განზრახვით გააყალბა ხმების პარალელური დათვლის შედეგები, რითაც არჩევნების ლეგიტიმაცია ხელოვნურად დააყენა კითხვის ნიშნის ქვეშ და სათავე დაუდო დესტრუქციულ პროცესებს, რასაც მოჰყვა პოლიტიკური კრიზისი და ქვეყნის შიდა საქმეში უცხოური აქტორების უხეში ჩარევის შედეგად მიღებული ე.წ. შარლ მიშელის შეთანხმება, რომელიც ცალსახად იყო დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლების დასუსტების და მისი აგენტურული ძალებით ჩანაცვლების გეგმა. მიუხედავად იმისა, რომ 2020 წელს ISFED-ს დაუდასტურდა PVT-ის შედეგების გაყალბება, აღნიშნული ქმედება სათანადოდ არ შეფასებულა და სამართლებრივად არავის უგია პასუხი იმ ზიანისათვის, რაც მათ მიერ განზრახ ჩადენილმა ქმედებამ ჩვენს ქვეყანას მიაყენა.  ISFED-მა განაგრძო საქმიანობა და დონორებმაც განაგრძეს მისი დაფინანსება, რაც ცხადყოფს, რომ დანაშაულის ჩადენა და საქართველოში რევოლუციური პროცესების ხელშეწყობა გარე ძალების დავალებით ხორციელდებოდა. სხვა არაერთ მტკიცებულებასთან ერთად, ყოველივე ეს ადასტურებს საქართველოს წინააღმდეგ ფართო შეთქმულების არსებობას, რომელიც დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლების დამხობას და მმართველობაში აგენტების მოყვანას ისახავდა მიზნად. იმედს გამოვთქვამთ, რომ ამჯერად მაინც მოხდება ISFED-ის საქმიანობის სამართლებრივი შეფასება, მის უკან მდგომი ძალების, მათი მიზნების მხილება და ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ დანაშაულის ჩამდენთა პასუხისგებაში მიცემა“, – აღნიშნულია განცხადებაში.

თაგები:

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები