Logo

“იმედი მაქვს, ჩვენი მეგობარი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების ჩამოსვლა ხელს შეუწყობს კრიზისის გადაჭრის გზებზე შეთანხმებას”

საზოგადოება
941
Frontnews image description

"ლელოს" ერთ-ერთი ლიდერის ბადრი ჯაფარიძის თქმით, საქართველოში მეგობარი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები ჩამოდიან.

როგორც მან ჟურნალისტებს ევროკავშირისა და აშშ-ის ელჩებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა, იმედი აქვს, რომ მინისტრების ჩამოსვლა შეთანხმებას შეუწყობს ხელს.

"ძალიან მნიშვნელოვანი დელეგაცია უნდა ეწვიოს ჩვენ ქვეყანას. ჩვენ დაგეგმილი გვაქვს შეხვედრა საგარეო საქმეთა მინისტრთან. კარგია, რომ ჩვენი მეგობარი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები ჩამოდიან, რომელთა ჩამოსვლა სწორედ ეძღვნება ამ კრიზისს, რაშიც ქვეყანა იმყოფება. მე იმედი მაქვს, რომ ეს ჩამოსვლაც ხელს შეუწყობს კრიზისის გადაჭრის გზებზე შეთანხმებას", – განაცხადა ჯაფარიძემ.

ელჩებს დღეს, 11 აპრილს ლელოს ლიდერები შეხვდნენ, მანამდე კი ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე იმყოფებოდა. მას კომენტარი არ გაუკეთებია.

თაგები:

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები