
ავტორი
Front News საქართველო
"იმედი მაქვს, "გირჩი" შემოვა და არა მხოლოდ დერეფნებში ივლის, არამედ იმუშავებს კომიტეტებში"
პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი იმედოვნებს, რომ "გირჩი" საპარლამენტო მუშაობაში ჩაერთვება.
"ბოლო შეხვედრაზე [დანიელსონთან] გვქონდა საუბარი, გამიკვირდა, დღეს "გირჩმა" რომ თქვა, შევალთ პარლამენტში, მაგრამ კომიტეტების მუშაობაში არ მივიღებთ მონაწილეობასო. თუ არ ვცდები, ბატონ ვახტანგს აქვს სურვილი, იყოს განათლების და მეცნიერების კომიტეტში.
იმედი მაქვს, "გირჩი" შემოვა და არა მხოლოდ დერეფნებში ივლის, არამედ იმუშავებს კომიტეტებში. ვარწმუნებ მათ, რომ ნებისმიერი იდეა, რომელიც საზოგადოებისთვის იქნება მიღებული, აისახება პოლიტიკაში.
კონსტრუქციული ოპოზიციაა ის, რომელიც შარლ მიშელის დოკუმენტს დაეთანხმება", – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა "რუსთავი 2"-ის ეთერში.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს