“იმედი მაქვს, მომავალი თაობისთვის გენერალი გიორგი კვინიტაძე იქნება სიმამაცისა და პატრიოტიზმის მაგალითი”

ავტორი
Front News საქართველო
გენერალ გიორგი კვინიტაძის ნეშტი სამების საკათედრო ტაძარში გადაასვენეს, სადაც სამოქალაქო პანაშვიდები გაიმართება. 26 მაისს, დამოუკიდებლობის დღეს კი მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალავენ.
გენერლის ჩამოსვენებას დღეს მისი შვილიშვილებიც ესწრებოდნენ.
"დღეს ჩემთვის ძალიან ემოციური დღეა. გენერალი გიორგი კვინიტაძე არა მხოლოდ ოჯახისთვის წარმოადგენდა დიდ ღირებულებას, არამედ მთლიანად საქართველოსთვის. ის ეკუთვნოდა მთელ ერს, რომელის დამოუკიდებლობისთვის იბრძოდა და არ შეიძლება მის შთამომავალს ემოციები არ მეუფლებოდეს. 100 წლის შემდეგ უბრუნდება სამშობლოსა და დადგა ის დღე, რომელსაც გენერალი მთელი ცხოვრება ნატრობდა"-აცხადებს გიორგი კვინიტაძის შვილიშვილი, ნოდარ ოდიშელიძე.
"განსაკუთრებული ემოციები გვეუფლება ჩვენ, შვილიშვილებს. საქართველოს ჯარების მთავარსარდალი ბოლოს და ბოლოს უბრუნდება თავის მიწას და სამშობლოს. ჩვენთვის ის იყო მაგალითი სიმამაცის, პატრიოტიზმისა და ამავე დროს თავმდაბლობის. მიუხედავად მისი დიდი ნებისყოფისა თავს სხვაზე ძლიერად არასდროს თვლიდა. იმედი მაქვს, რომ მომავალი თაობისთვის გენერალი გიორგი კვინიტაძე იქნება სიმამაცისა და პატრიოტიზმის მაგალითი", – აცხადებს გენერლის შვილიშვილი მერაბ ოდიშელიძე.
თაგები:





