“იმედი მაქვს, რომ შარლ მიშელს მკაფიო გზავნილები ექნება, რადგან ახლა ორაზროვანი და გაუგებარი კომუნიკაციის დრო არ არის”


ავტორი
Front News საქართველო
იმ ვითარებაში, რომელშიც დღეს არის საქართველო, ძალიან მნიშვნელოვანია ის კრიტიკული გზავნილები, რაც არის ჩვენი პარტნიორების მხრიდან, მაგრამ აქტიური მოქმედებაც. კარგია, რომ ევროკავშირის ერთ-ერთი ლიდერი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ჩამოდის საქართველოში, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა გიგი წერეთელმა განაცხადა.
"იმედი მაქვს, რომ რომ შარლ მიშელს მკაფიო გზავნილები ექნება, რადგან ახლა ორაზროვანი და გაუგებარი კომუნიკაციის დრო ნამდვილად არ არის და იმედია ეს ასე არც იქნება. მთავარია, რომ განიმუხტოს ეს პოლიტიკური ვითარება. კომუნიკაცია დაეხმარება ალბათ ხელისუფლებას სწორი გადაწყვეტილებები მიიღოს, რადგან ეს გადაწყვეტილება ხელისუფლებამ უნდა მიიღოს. პირველ რიგში, ეს უკავშირდება ნიკა მელიას და პოლიტიკურ პატიმრებს და გარდა ამისა, ბუნებრივია იმ მოთხოვნებს, რაც აქვს ოპოზიციას, ახალი არჩევნები და ა.შ. თუ საქართველოს სურს ევროპასთან სიახლოვე არა რუსეთის პროვინციად ჩამოყალიბება, მაშინ მან უნდა მოისმინოს ის გზავნილები, რასაც ჩვენი პარტნიორები ამბობენ და დაიცვას ის ღირებულებები, ის დემოკრატიული ფასეულობები, რომელიც ასე ძვირფასია, ნებისმიერი ევროპული საზოგადოებისთვის და საქართველოსთვისაც“, – განაცხადა წერეთელმა.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოს დღეს ეწვევა. ვიზიტის ფარგლებში, მიშელი შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძესთან და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს