“იმედია, “ლელო“ პლენარულს სხდომაზე მაინც, პატივს სცემს თავის სიტყვას და თავის ხელმოწერას”

ავტორი
Front News საქართველო
25 მაისს პირველი მოსმენით უნდა მივიღოთ საარჩევნო ცვლილებები, იმედია, „ლელო“ სხდომაზე მაინც სცემს პატივს თავის სიტყვას და ხელმოწერას, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი შალვა პაპუაშვილი წერს.
პაპუაშვილის თქმით, „ლელომ“ დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტში მხარი არ დაუჭირა საარჩევნო კოდექსის ცვლილების პროექტს და ამით დაარღვია 19 აპრილის შეთანხმება.
„ბადრი ჯაფარიძე: „ჩვენი სურვილი იქნებოდა, თუმცა, ეს შარლ მიშელის დოკუმენტში არ არის, რომ იმ ადამიანებს, რომლებიც ახლა არიან ცესკო-ში, მათ შორის თავმჯდომარეს, იგივე პროცესი გაევლო, როგორიც არის გაწერილი შარლ მიშელის დოკუმენტით ახალი წევრების არჩევისთვის“.
ამ განცხადებას ვადა ზუსტად ორ დღეში გაუვიდა. ზუსტად საპირისპიროს მტკიცებით – თითქოს 19 აპრილის შეთანხმება ცესკო-ს არსებული წევრების გადანიშვნას ითვალისწინებს – „ლელომ“ დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტში მხარი არ დაუჭირა საარჩევნო კოდექსის ცვლილების პროექტს და ამით დაარღვია 19 აპრილის შეთანხმება.
25 მაისს პლენარული სხდომაა, სადაც პირველი მოსმენით უნდა მივიღოთ ეს პროექტი. იმედია, „ლელო“, პლენარულს სხდომაზე მაინც, პატივს სცემს თავის სიტყვას და თავის ხელმოწერას“, – წერს შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „საარჩევნო კოდექსში“ შესატან ცვლილებების პროექტს მხარი დაუჭირა, ფრაქცია „ლელოს“ წევრებმა კი კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს.
თაგები:





