Logo

“იმედია, უფრო დეტალურად აგვიხსნიან, რა მოტივაციით მოითხოვენ პრეზიდენტისგან ვეტოს დადებას”

საზოგადოება
846
Frontnews image description

"ქართული ოცნების" დეპუტატი ნინო წილოსანი აცხადებს, რომ მისთვის გაუგებარია, რის საფუძველზე ითხოვს ოპოზიცია სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შესახებ კანონპროექტზე ვეტოს დადებას. 

"ვფიქრობ, ამ ცვლილებებთან დაკავშირებით ოპოზიციას ერთადერთი გულისტკივილი იმაზე უნდა ჰქონდეს, რომ არ ჩაერთო პროცესში და არ მიიღო მონაწილეობა ამ ცვლილებების მიღებაში. დარწმუნებული ვარ, საპარლამენტო მუშაობის ფარგლებში, ეს იქნებოდა საკომიტეტო, თუ სასესიო, მათი შენიშვნები და ობიექტური ახსნა-განმარტებები აუცილებლად იქნებოდა მიღებული.

რაც შეეხება პრეზიდენტთან მათ კონსულტაციას, ჩემთვის გაუგებარია, თუმცა იმედია, შემდგომ უფრო დეტალურად აგვიხსნიან, რა მოტივაციით მოითხოვენ ისინი პრეზიდენტისგან ვეტოს დადებას, რადგან აღნიშნული ცვლილებები სრულ თანხვედრაშია კონსტიტუციასთან", – განაცხადა წილოსანმა.

პრეზიდენტის რეზიდენციაში სალომე ზურაბიშვილი შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერ ოპოზიციას ინდივიდუალურად ხვდება

თაგები:

Advertisement