Logo

"იმედს ვიტოვებთ, რომ ქმედითი ნაბიჯები გადაიდგმება საპატრიარქოს მხრიდან და მაქსიმალურად უმოკლეს დროში იქნება მიღწეული გადაწყვეტილებები"

Frontnews image description

საპატრიარქოში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის შიო მესამისა და დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლების შეხვედრა დასრულდა.

მშობლების თქმით, პატრიარქმა მოისმინა მათი პოზიცია და დახმარებას დაჰპირდა.

"ჩვენ ვიმყოფებოდით შეხვედრაზე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან, მის უწმინდესობასთან. იყო ძალიან კარგი და შინაარსიანი შეხვედრა, ვფიქრობ, შედეგიანი. ყველა ინფორმაცია, რასაც ვაჟღერებდით მთელი ამ ხნის განმავლობაში, განსაკუთრებით, ბოლო პერიოდში, უწყვეტი აქციების დროს, მივაწოდეთ პატრიარქს, მეუფეებს. დაისახა გეგმები აბსოლუტურად ყველა მიმართულებით. ძალიან ძნელია, წინსწრებით გადაჭრით რაიმეს თქმა, მაგრამ ყველა მიმართულებით დაისახა გეგმები, რომ ისინი ჩართული იქნებიან ამ პროცესში, კომუნიკაციის პროცესში, შესაძლოა, ფონდის შექმნის პროცესშიც.

მათ მოისმინეს ამ დაავადების შესახებ, გაიგეს, რომ ამ დაავადებასთან მიმართებით არაერთი მედიკამენტია, რომელიც უსაფრთხოა და ინფორმაცია, რომელიც, სამწუხაროდ, ხშირად ვრცელდება ცალკეული პირების მხრიდან, წარმოადგენს არასწორ და არასრულყოფილ ინფორმაციას. შესაბამისად, ეს შეხვედრა იყო აუცილებელი, რათა საპატრიარქოს ჰქონდეს ზუსტი, სწორი ინფორმაცია როგორც მედიკამენტებთან, ასევე დაავადებასთან მიმართებით და იმ პროცესებთან დაკავშირებით, რაც ამდენ ხანს ხორციელდება, თუნდაც იმასთან მიმართებით, რატომ არსებობს დღეს მშობლებთან კომუნიკაციის დეფიციტი. შესაბამისად, იმედს ვიტოვებთ, რომ ქმედითი ნაბიჯები გადაიდგმება საპატრიარქოს მხრიდან და მაქსიმალურად უმოკლეს დროში იქნება მიღწეული ის გადაწყვეტილებები, რაზეც ჩვენ მთელი ამ ხნის განმავლობაში ვაცხადებთ, რომ შესაძლებელია უმოკლეს დროში ამ პრობლემის გადაწყვეტა. ვგულისხმობ მედიკამენტების მიღებას. პატრიარქმა მოგვისმინა, განაცხადა, რომ ყველა საჭირო პირთან ექნება კომუნიკაცია ამ პრობლემის მოგვარების მიზნით. ექნება კომუნიკაცია, მათ შორის ექიმებთან, მედიცინის მუშაკებთან ამ საკითხის უფრო ეფექტურად მოგვარების მიზნით.

შეხვედრა კიდევ გაიმართება. იმუშავებენ ყველა მიმართულებით, რომ მაქსიმალურად იქნეს საქმის კურსში საპატრიარქო ამ პროცესებთან დაკავშირებით. ასევე, იყო შეპირება და იქნება ჩვენი შვილების დალოცვა საპატრიარქოს მხრიდან. ეს იქნება პერიოდულად, არამხოლოდ ერთჯერადად. დალოცვა, შესაძლოა, იყოს ამაღლება დღეს, ჩვენ მივიყვანთ შვილებს სამებაში და დალოცავს პატრიარქი“, – განაცხადა ერთ-ერთმა მშობელმა ზაქრო გვიშიანმა.

 

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები