“იმედს ვიტოვებთ, რომ ეს პროტოკოლი დღეს დასრულდება და ჩვენი შვილები სექტემბერში მიიღებენ მედიკამენტს”

ავტორი
Front News საქართველო
აქონდროპლაზიის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლების თქმით, დღეს ჯანდაცვის სამინისტრომ მკურნალობისთვის საჭირო “ვოზორიდიტის” პროტოკოლზე მუშაობა უნდა დაასრულოს.
“ყველა საბჭოზე ჩვენი კითხვა იყო ქალბატონ თამარ გაბუნიასთან, საბჭოს წევრებთან, თუ როდის და სექტემბერში თუ შეძლებდნენ ეს ბავშვები მკურნალობას, მაგრამ სამწუხაროდ, აქამდე არ გვაქვს ეს ინფორმაცია.
ჩვენ ბოლო საბჭოზე, 3 ივლისს გვეგონა, რომ ყველაფერი დასრულდებოდა. ერთი თვის წინ დასრულდა პროტოკოლი, მაგრამ დასამტკიცებლად სჭირდებოდა დრო, ამიტომ მათ ითხოვეს 15-20 ივლისამდე დავლოდებოდით და შემდეგ უფრო მეტი გვეცოდინებოდა მედიკამენტთან დაკავშირებით. სამწუხაროდ, 19 ივლისს ჩვენი უამრავი მოთხოვნის შემდეგ, მივიღეთ წერილი, რომ 24 ივლისს იქნებოდა საბოლოო ვადა. დღეს არის 24 ივლისი, აქამდე მიზეზი, თუ რატომ არ მკურნალობდნენ ჩვენი შვილები იყო პროტოკოლი, დღეს პროტოკოლი სრულდება, ამიტომ ჩვენ იმედს ვიტოვებთ, რომ ეს პროტოკოლი დღეს დასრულდება და ჩვენი შვილები სექტემბერში მიიღებენ მედიკამენტს, არა უმეტეს 30 რიცხვში”, – განაცხადა ქეთი ბეგიაშვილმა.
თაგები:
აქონდროპლაზია




