იმერეთი, გურია და თბილისი შესაძლოა, “წითელ ზონად” ჩამოყალიბდეს

ავტორი
Front News საქართველო
იმერეთი, გურია და თბილისი შესაძლოა, "წითელ ზონად" ჩამოყალიბდეს. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა "იმედის დილაში" განაცხადა.
ეკატერინე ტიკარაძე არ გამორიცხავს, რომ საქართველოში შეზღუდვები ისევ დაწესდეს.
"შეზღუდვებთან დაკავშირებით არსებობს გარკვეული მსჯელობა, ვინაიდან ჩვენ საქართველოში უკვე გვაქვს რამდენიმე რეგიონი, რომელიც, როგორც ჩვენ შუქნიშანზე ვაკვირდებით, წითლის მიმართულებით აქტიურად მიდის. ესაა ამ ეტაპისთვის, იმერეთი, გურია და სხვათა შორის თბილისიც, სადაც ყველაზე მეტია მობილობა. კოეფიციენტი დადებითობის ამ ეტაპისთვის გვაქვს 2,2. ასევე, ინფექციის გავრცელების კოეფიციენტი უკვე ერთს აღემატება, რაც რა თქმა უნდა მეტ სიფრთხილეს მოითხოვს. ამიტომ შეზღუდვებს არ გამოვრიცხავ"-განმარტა ტიკარაძემ.
ბოლო 24 საათის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსის 450 დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა.
თაგები:

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


