იმერეთის ერთ-ერთ სკოლაში მოსწავლის მიმართ ბულინგის საქმეზე გამოძიება დაიწყო


ავტორი
Front News საქართველო
იმერეთის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში მოსწავლის მიმართ ბულინგის საქმეზე გამოძიება დაიწყო.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც იძულებას გულისხმობს. არსებული ინფორმაციით, მუხლი შესაძლოა, გადაკვალიფიცირდეს.
მოზარდს ჩანთაში წერილი და სამართებელი ჩაუდეს, რომლითაც თვითდაზიანებას სთხოვდნენ, წერილი მოსწავლემ მშობელს აჩვენა.
არასრულწლოვანის უფლებადამცველი აცხადებს, რომ მეცხრე კლასელ მოსწავლეზე ძალადობა თანაკლასელების მხრიდან სისტემატურად ხორციელდებოდა, ამის შესახებ იცოდა სკოლის ადმინისტრაციამ, თუმცა რეაგირება არ მოუხდენია.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს