იმერეთის გუბერნატორი – ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების ურთიერთობა კიდევ უფრო მჭიდრო და ეფექტურ ეტაპზე გადადის

ავტორი
Front News საქართველო
ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების ურთიერთობა კიდევ უფრო მჭიდრო და ეფექტურ ეტაპზე გადადის, – ამის შესახებ იმერეთის გუბერნატორმა ზვიად შალამბერიძემ, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვებული მერების შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
მან ხაზი გაუსვა, რომ განხორციელდება პროექტები, რომლებიც პირდაპირ აისახება ჩვენი თანამოქალაქეების შემოსავალზე და მათ ეკონომიკურ მდგომარეობაზე.
“შეიძლება ითქვას, რომ ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების ურთიერთობა კიდევ უფრო მჭიდრო და ეფექტურ ეტაპზე გადადის, რაც მოგვცემს იმის საშუალებას, რომ ადგილზე უფრო საინტერესო პროექტები განვახორციელოთ, რომელიც იქნება მიმართული, არა მხოლოდ ინფრასტრუქტურის მოწყობისთვის, არამედ პროექტები, რომლებიც პირდაპირ აისახება ჩვენი თანამოქალაქეების შემოსავალზე და მათ ეკონომიკურ მდგომარეობაზე“, – განაცხადა იმერეთის გუბერნატორმა.
თაგები:
ზვიად შალამბერიძე




