
ავტორი
Front News საქართველო
ხელოვნების აკადემიის ხელმძღვანელის, ცნობილი პიანისტის ვალერიან შიუკაშვილის ინიციატივით იმერეთის რეგიონის მუსიკალური სასწავლებლების პედაგოგთა დაჯილდოების ცერემონია გაიმართა, რომელშიც იმერეთის 7 მუნიციპალიტეტის მუსიკალური სასწავლებელი მონაწილეობდა.
ღონისძიებაზე ხელოვნების აკადემიის საპატიო წევრის წოდება მიენიჭა ა(ა)იპ ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრის” თეიმურაზ კობახიძის სახელობის სამუსიკო სკოლის ხელმძღვანელს მარინა კვერნაძეს, ხოლო ამავე სკოლის პედაგოგები: მზევინარ შავგულიძე, ზეინაბ ავალიანი, ლეილა ნამგალაძე და დარეჯან კოვზირიძე დაჯილდოვდნენ ხელოვნების აკადემიის სიგელებით, მოსწავლეთა წარმატებულად წარმოჩენისა და ქალაქის მუსიკალურ – საგანმანათლებლო სივრცეში შეტანილი წვლილისათვის.
“ვულოცავთ ჩვენს ღვაწლმოსილ და გულისხმიერ პედაგოგებს, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ისინი მართლაც სანიმუშოდ ემსახურებიან მომავალი თაობის აღზრდის საქმეს. ვუსურვებ წინსვლასა და წარმატებებს პროფესიულ საქმიანობაში”, – აცხადებენ მუნიციპალიტეტის მერიაში.
თაგები:
წყალტუბო
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს