იმერეთის თეატრალური ფესტივალის ფარგლებში წყალტუბოს სახალხო თეატრმა პრემიერა გამართა


ავტორი
Front News საქართველო
იმერეთის თეატრალური ფესტივალის ფარგლებში წყალტუბოს სახალხო თეატრმა პრემიერა გამართა.
ფესტივალზე წარმოდგენილი იყო დავით კლდიაშვილის ნაწარმოები “ბაკულას ღორები”, (ინსცენირების ავტორი და რეჟისორი – ზაზა კიკნაველიძე).
თეატრის სცენაზე კვლავ გაცოცხლდა კლდიაშვილის უკვდავი სატირა, იმერული კილოს კილოკავის დამახასიათებელი ხიბლით.
მსახიობებმა შთამბეჭდავად წარმოაჩინეს მეცხრამეტე საუკუნის იმერელი აზნაურების ყოფის სცენები , რასაც დამსწრე საზოგადოების ოვაციები მოჰყვა.
პრემიერას ესწრებოდნენ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გენადი ბალანჩივაძე, მოადგილე გრიგოლ ყურაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე თეიმურაზ ჭეიშვილი.
სპექტაკლის პრემიერა წყალტუბოში წარმატებით შედგა.
16 ივნისს თეატრალური ფესტივალის ფარგლებში, წყალტუბოს სახალხო თეატრი “ბაკულას ღორებს” ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში ითამაშებს.
თაგები:
წყალტუბო

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს