
ავტორი
Front News საქართველო
საქართველოში დღეს განვითარებული ტრაგიკული მოვლენების გამო ზუგდიდში 14 თებერვალს, ბაგრატიონის ივენთ ჰოლში დაგეგმილი „ღამის შოუს ბენდის“ კონცერტი გაუქმდა, ინფორმაციას ღონისძიების ორგანიზატორი „დადიანი პროდაქშენი“ ავრცელებს.
“იმერეთსა და აჭარაში დატრიალებული სტიქიის შედეგად 8 ადამიანი გარდაიცვალა, სამძებრო სამუშაოები ჯერაც გრძელდება, დაღუპულთა შორის მცირეწლოვნებიც არიან. სოფელ ასურეთთან კი საჰაერო ბურთის ჩამოვარდნას სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, „დადიანი პროდაქშენი / Dadiani Production-ის” გუნდმა „Night Show Band • ღამის შოუს ბენდის” წევრებთან ერთად მივიღეთ გადაწყვეტილება ასეთ რთულ ვითარებაში არ ჩავატაროთ ზუგდიდში დაგეგმილი კონცერტი.
ამ დიდ ტრაგედიას ვუსამძიმრებთ გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს, ახლობლებსა და სრულიად საქართველოს.
dadianiproduction.ge-ზე და Biletebi.ge -ზე გაყიდული ბილეთები დაბრუნდება. ბილეთებთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციის შემთხვევაში დარეკეთ: 522 22 03 44 • 522 22 41 22 • 599 85 02 97 “ – ნათქვამია „დადიანი პროდაქშენის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
თაგები:
სტიქია
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს