იმერეთში ამ დროისთვის 300-მდე მედიკოსია აცრილი

ავტორი
Front News საქართველო
ვაქცინაციის დაწყებიდან ერთ კვირაზე მეტი გავიდა, თუმცა ამ ეტაპზე, იმერეთში მხოლოდ 300-მდე მედიკოსია აცრილი.
"ასტრაზენკას" ვაქცინით იმერეთში, გუშინდელი მონაცემებით, 288 მედიკოსია აცრილი"- განაცხადა "დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის" იმერეთის სამმართველოს უფროსმა გოჩა გიორგიძემ.
გიორგიძე იმედოვნებს, რომ მედიკოსები უფრო მეტად გააქტიურდებიან, რადგან ვაქცინაცია კოვიდის დამარცხების ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალებაა.
სამედიცინო პერსონალის დაბალი აქტივობა, რამდენიმე დღის წინ, "ასტრაზენკას" ვაქცინის შემდეგ 27 წლის მედდის გარდაცვალებას უკავშირდება. ვაქცინაციის აუცილებლობაში დასარწმუნებლად, ჯანდაცვის მინისტრი საჩხერის სამედიცინო ცენტრში ჩავიდა და ვაქცინა თავად გაიკეთა. ტიკარაძემ განაცხადა, რომ სამედიცინო სფეროს სხვა მუშაკებისთვის მოტივაციის მიმცემი იქნება. ამასთან, ის ვაქცინაციასთან დაკავშირებით, რეგიონებში მედიკოსებთან შეხვედრებს იწყებს.
საქართველოში ვაქცინაცია 15 მარტს დაიწყო. იმერეთის რეგიონისთვის "ასტრაზენკას" ვაქცინის 5500 დოზა იყო გათვალისწინებული.
თაგები:

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


