იმერეთში არასრულწლოვანმა იმშობიარა, მოზარდის გაუპატიურების ბრალდებით მამა დააკავეს


ავტორი
Front News საქართველო
იმერეთში, ერთ-ერთ მუნიციპალიტეტში არასრულწლოვანმა იმშობიარა. მოზარდის გაუპატიურების ბრალდებით მამა დააკავეს. არსებული ინფორმაციით, მას ორთვიანი პატიმრობა უკვე შეეფარდა.
“რადიო თავისუფლების” ინფორმაციით, 17 წლის მოზარდმა რამდენიმე დღის წინ ნაადრევად იმშობიარა, თუმცა ნაყოფი დაიღუპა. მოზარდმა კლინიკა დღეს დატოვა.
“ბავშვი საავადმყოფოში გამოკითხეს. იქ მოყვა, რომ მას ორი წლის განმავლობაში აუპატიურებდა მამა. სადმე თუ იტყვი, ყველას დავხოცავო, ემუქრებოდა ბავშვს“, – ამბობს თანასოფლელი.
შსს-ში აცხადებენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11-137-ე პრიმა მუხლით დაიწყო. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულს 15-დან 20 წლამდე, ან უვადო პატიმრობა ემუქრება.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს