
ავტორი
Front News საქართველო
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ თანამშრომლებს პირველი მოადგილე წარუდგინა. აღნიშნულ თანამდებობაზე ლევან სანიკიძე დაინიშნა.
გუბერნატორის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მან სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში ქონებრივი საკითხები, სახელმწიფო შესყიდვების კოორდინაცია, სამინისტროებთან, ადგილობრივი თვითმმართველობების ორგანოებთან და მოქალაქეებთან ურთიერთობის საკითხები, ასევე ტურიზმის სფეროსთან დაკავშირებული მიმართულებები ჩაიბარა.
ლევან სანიკიძე 2021 წლის მოწვევის ქუთაისის საკრებულოს წევრი იყო და ამავე დროს ეკონომიკის, ქონების მართვისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარის თანამდებობას იკავებდა.
თაგები:
ზვიად შალამბერიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს