
ავტორი
Front News საქართველო
შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის ხონის რაიონულ სამმართველოს თანამშრომლებმა, ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევის ბრალდებით, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია -1977 წელს დაბადებული ზ.ს. დააკავეს.
"გამოძიებით დგინდება, რომ მიმდინარე წლის 27 იანვარს,ხონის მუნიციპალიტეტში, ბრალდებული მსუბუქი ავტომობილით ჯერ ბეტონის ბორდიურს შემდეგ კი ქვეითად მოსიარულე -1959 წელს დაბადებულ ი.ყ.-ს შეეჯახა.
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავდა ავტომობილის მძღოლი და ქვეითად მოსიარულე მამაკაცი. ორივე მათგანი შესაბამისი სამედიცინო დახმარების მიზნით კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც მიღებული დაზიანებების შედეგად ი.ყ. გარდაიცვალა.
ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების 7 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს", - აცხადებენ შსს-ში.
თაგები:
ავტოსაგზაო შემთხვევა
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს