“იმის მაგივრად, რომ დაკითხვაზე დაიბარონ ფიგურანტები, გადაწყვიტეს, “ტვ პირველზე” მიიტანონ შტურმი”


ავტორი
Front News საქართველო
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრის ზაალ უდუმაშვილის თქმით, იმის მაგივრად, რომ შესაბამისმა უწყებებმა დაკითხვაზე ის პირები დაიბაროს, რომლებიც ჩანაწერებში ფიგურირებდა, მათ გადაწყვიტეს, რომ ტელეკომპანია "ტვ პირველზე" შტურმი მიიტანონ.
"იმის მაგივრად, რომ ხელისუფლებამ დაკითხვაზე დაიბაროს ყველა ის ფიგურანტი, რომელიც ამ ჩანაწერებში ფიგურირებდა, სადაც აშკარად გამოიხატება შესაძლო დანაშაული, ამის მაგივრად გადაწყვიტეს, რომ "ტვ პირველზე" მიიტანონ შტურმი, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ხელისუფლებას ოფიციალურად აქვს გამოცხადებული ომი დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ", – განაცხადა ზაალ უდუამაშვილმა.
სასამართლომ პროკურატურას "TV პირველიდან" მასალების ამოღების ნებართვა მისცა
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს