Logo

“იმისთვის, რომ დანაკარგი მინიმუმამდე იყოს დაყვანილი, მოხდება პოლიციის და ჯარის სათადარიგო სიების შექმნა”

საზოგადოება
339
Frontnews image description

დანაკარგია ვაქცინის 3%-მდე, რაც არის 181 დოზა, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ვაქცინაციის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, ე.წ. დანაკარგი დოზებით პოლიციის და ჯარის წარმომადგელები აცრან, რომლებიც „სათადარიგო სიაში“ იქნებიან.

"იმისთვის, რომ დანაკარგი მინიმუმამდე იყოს დაყვანილი, მივიღეთ გადაწყვეტილება, მოხდეს პოლიციის და ჯარის ჩართულობა პროცესში და სათადარიგო სიების შექმნა. ეს არის ის საკითხი, რომლებზეც საბჭომ იმსჯელა და მიიღო გადაწყვეტილება. 5 აპრილიდან ამ ადამიანების ვაქცინაციის პროცესში ჩართვა მოხდება. პოლიცია ჩაერთვება, როგორც აცრის ჯგუფი და ისინი მიიღებენ იმ სათადარიგო დოზებს, რომლის დაკარგვის რისკი შეიძლება დადგეს“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

თაგები:

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები