ინალ არძინბა – აფხაზეთიდან უკრაინაში მოხალისედ წამსვლელთა რაოდენობა მუდმივად იზრდება, სამწუხაროდ, არის მსხვერპლიც


ავტორი
Front News საქართველო
აფხაზეთში მობილიზაცია არ არის, მაგრამ რუსეთის მოკავშირე ძალების, დონეცკის და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების შემადგენლობაში წამსვლელთა რაოდენობა მუდმივად იზრდება, – ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა ინალ არძინბამ “რია ნოვოსტისთან” განაცხადა.
“მობილიზაცია ჩვენთან არ არის. მინდა, ყურადღება გავამახვილო, რომ აფხაზმა მოხალისეებმა ჯერ კიდევ 2014 წლიდან აიღეს ხელში იარაღი, იცავენ დონბასის თავისუფლებას და მათი რაოდენობა იზრდება. ჩემი აზრით, მნიშვნელოვანია ამის აღნიშვნა. სამწუხაროდ, არის მსხვერპლი“, – განაცხადა ე.წ. მინისტრმა.
მისი თქმით, დონბასის თავისუფლებას დიდი მნიშვნელობა აქვს აფხაზეთიდან ჩასული მოხალისეებისთვის.
“აფხაზეთის ისტორია დაკავშირებულია იმასთან, რომ ჩვენ დავიცვათ ჩვენი დამოუკიდებლობა დიდი ტანჯვით, სისხლისღვრით. და ჩვენმა ბიჭებმაც იგრძნეს, რომ დონბასელებიც აბსოლუტურად იგივეს გრძნობენ და მხარი დაუჭირეს. ჩემი აზრით, ეს არის სერიოზული, მნიშვნელოვანი მხარდაჭერა დონბასის ხალხისთვის“, – განაცხადა არძინბამ.
თაგები:
ინალ არძინბა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა