Logo

ინდოეთში მყოფი საქართველოს ორი მოქალაქე კორონავირუსით დაინფიცირდა

საზოგადოება
953
Frontnews image description

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ღვთისიაშვილი აცხადებს, რომ ინდოეთში მყოფი საქართველოს ორი მოქალაქე კორონავირუსით დაინფიცირდა. 

"ყველამ კარგად ვიცით, რომ ინდოეთში რთული მდგომარეობაა, საელჩოს თანამშრომლები აგრძელებენ დისტანციურად მუშაობას.

საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ინდოეთში არიან, კოორდინაციაში არიან ჩვენთან და მათ ყურადღებას ვაქცევთ. ცხელი ხაზიც ამოქმედებულია.

იქ არიან ჩვენი სპორტსმენებიც და რიგითი მოქალაქეებიც, რომლებიც თავის საქმიანობას ახორციელებენ, ორ მათგანს 10 კაციდან ამ დროისთვის აღმოაჩნდა კოვიდი, ისინი იმყოფებიან საავადმყოფოში, მსუბუქ ფორმებში აქვთ, საელჩო ეხმარება მათ და ყოველდღიურ კონტაქტზე ვართ, დანარჩენები ყველა ჯანმრთელად არიან", – განაცხადა ალექსანდრე ღვთისიაშვილმა "რუსთავი 2"-ის ეთერში.

თაგები:

Advertisement