ინდოეთში საფეხმავლო ხიდის ჩამონგრევას 68 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ავტორი
Front News საქართველო
ინდოეთის შტატ გუჯარატში საფეხმავლო ხიდის ჩამონგრევის შედეგად სულ მცირე 68 ადამიანი დაიღუპა, 30 კი დაშავდა.
ათობით ადამიანი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება.
ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ჩამონგრევის დროს ხიდზე 400-ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა.
ქალაქ მორბიში მე-19 საუკუნეში აშენებული 230-მეტრიანი ისტორიული ხიდი ექვსი თვის განმავლობაში რემონტის გამო დაკეტილი იყო და გასულ კვირას გაიხსნა.
თაგები:
მსხვერპლი




