ინდონეზიაში ვულკანის ამოფრქვევის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 13-მდე გაიზარდა
მსოფლიო
05.12.2021 / 13:19


ავტორი
Front News საქართველო
ინდონეზიის აღმოსავლეთით, ჯავას პროვინციაში ვულკან „სემერუს“ ამოფრქვევის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 13-მდე გაიზარდა, დაშავებულია 100 ადამიანი.
სტიქიის ზონიდან 900-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.
თვითმხილველთა თქმით, ამოფრქვევა იმდენად ძლიერი იყო, რომ ფერფლის გამო ცისა და მზის დანახვა შეუძლებელი იყო.
ვულკანის გააქტიურების შემდეგ, ჩაინგრა ხიდი, რომელიც ადგილობრივებს მეზობელ დასახლებასთან აკავშირებდა, რასაც მოსახლეობის პანიკა მოჰყვა.
“სემერუ” ინდონეზიაში მდებარე 130 აქტიური ვულკანის რიცხვში შედის, ის მიმდინარე წლის იანვარშიც ამოიფრქვა, თუმცა მაშინ მსხვერპლი არ მოჰყოლია.
თაგები:
