Logo

“ინდური შტამი განსაკუთრებულს არაფერს იწვევს, შედარებით ადვილად ვრცელდება”

საზოგადოება
740
Frontnews image description

ინდოეთში როცა მდგომარეობა ერთი თვის განმავლობაში განსაკუთრებით საყურადღებო იყო, იქ წამყვანი მაინც ბრიტანული შტამი იყო და არა ინდური, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

როგორც ამირან გამრელიძემ აღნიშნა, ქვეყანაში ინდური შტამი დღეს დილით დაფიქსირდა.

„ნუ დავპანიკდებით, კოვიდპანდემიამ პერიოდში კორონავირუსმა ბევრი მუტაცია განიცადა. იყო მსუბუქი მუტაციები, ასევე იყო მუტაციები, რომლებსაც მეტი ყურადღება ექცევა, სწორედ ხუთი მუტაცია ბრაზილიური, სამხრეთ აფრიკული, ბრიტანული ინდური და კიდევ არის რამდენიმე, რომლებზეც მეტი დაკვირვება მიმდინარეობს. ინდოეთში როცა მდგომარეობა ერთი თვის განმავლობაში განსაკუთრებით საყურადღებო იყო, იქ წამყვანი მაინც ბრიტანული შტამი იყო და არა ინდური. ხვედრითი წილი ინდური შტამისაც დიდი იყო“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, კორონავირუსის ყველა შტამებს აქვთ დაახლოებით ერთნაირი მიმდინარეობა, ბრიტანულს და ინდურს განსხვავებით სხვისგან აქვთ ის, რომ ახალგაზრდა ასაკშიც შედარებით სწრაფად ვრცელდება.

„ინდური შტამი არაფერს განსაკუთრებულს არ იწვევს, როგორც ბრიტანული შტამი, ერთადერთ აქვს მასაც, რომ შედარებით ადვილად ვრცელდება. კორონავირუსის ყველა შტამებს აქვთ დაახლოებით ერთნაირი მიმდინარეობა, ბრიტანულს და ინდურს განსხვავებით სხვისგან აქვთ ის, რომ ახალგაზრდა ასაკშიც შედარებით სწრაფად ვრცელდება. რაც შეეხება დაავადების მიმდინარეობის სიმძიმეს, დიდი განსხვავება ამ სხვადასხვა შტამებს შორის არ გახლავთ“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ქვეყანაში SARS-CoV-2-ის ინდური შტამით ინფიცირების შემთხვევა გამოვლინდა.

როგორც დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ინფორმაციაშია აღნიშნული, ინდური შტამი ხუთ მოგზაურს დაუდგინდა.

„მოგახსენებთ, რომ კომპეტენციის ფარგლებში, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი მუდმივად აწარმოებს ქვეყანაში მოცირკულირე SARS-CoV-2-ის შტამების გავრცელების მონიტორინგს. ეპიდზედამხედველობის ფარგლებში, ქვეყანაში შემოსული ხუთი მოგზაურიდან აღებული ნიმუშის PCR კვლევებითა და სეკვენირებით დადგინდა, რომ აღნიშნული პირები ინფიცირებული იყვნენ SARS-CoV-2-ის ინდური შტამით.

ყველა ინფიცირებული იდენტიფიცირებული და იზოლირებულია. ისინი საქართველოში შემოვიდნენ სხვადასხვა თარიღში, ერთი და იმავე ქვეყნიდან, თუმცა სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქენი არიან. სამმა მათგანმა უკვე დატოვა ქვეყნის ტერიტორია.

ეპიდკვლევების მონაცემებით, მათი კლინიკური მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

თაგები:

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები