
ავტორი
Front News საქართველო
“ალ ბაითის” სტადიონზე მსოფლიო ჩემპიონატის 1/8 ფინალური ეტაპის მორიგი შეხვედრა გაიმართა. ერთმანეთს ინგლისი და სენეგალი დაუპირისპირდნენ, მატჩი ბრიტანელთა სასარგებლოდ 3:0 დასრულდა.
ანგარიში ჯორდან ჰენდერსონმა 38-ე წუთზე გახსნა, პირველი ტაიმის მიწურულს ჰარი კეინმა სხვაობა ორამდე გაზარდა.
მეორე ნახევარში ინგლისელებმა კიდევ ერთი გოლის გატანა მოახერხეს, თავი ბუკაიო საკამ გამოიჩინა და მატჩის საბოლოო ანგარიში 3:0 დააფიქსირა.
დღევანდელი შეხვედრების შემდეგ კიდევ ერთი ძალიან საინტერესო 1/4 ფინალური წყვილი მივიღეთ, 10 დეკემბერს ინგლისი მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონს საფრანგეთს დაუპირისპირდება.
5 დეკემბერს ფეხბურთის გულშემატკივარს ორი 1/8 ფინალური მატჩი ელოდება წინ:
19:00 საათზე: იაპონია – ხორვატია
23:00 საათზე: ბრაზილია – სამხრეთ კორეა
ნიკოლოზ ბუთლიაშვილი
თაგები:
მსოფლიო ჩემპიონატი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს