ინფიცირების 2 953 ახალი შემთხვევიდან 1 925 თბილისში გამოვლინდა

ავტორი
Front News საქართველო
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 953 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 925 შემთხვევა, აჭარა – 336, იმერეთი – 218, ქვემო ქართლი – 80, შიდა ქართლი – 65, გურია – 77, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 126, კახეთი -63, მცხეთა-მთიანეთი -26, სამცხე-ჯავახეთი -34, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -3.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 35 363 საიდანაც: 4 409 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 919 აჭარაში – 595, იმერეთში – 761.
ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 094 პირი, მათ შორის, თბილისში – 522, აჭარაში – 133, იმერეთში – 263. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 280 პირი, მათგან თბილისში – 161, აჭარაში – 42, იმერეთში – 25.
1 694 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 177 – თბილისში, 402 – აჭარაში. 29 260 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 29 134 ადამიანი.
თაგები:
კორონავირუსი




