Logo

ინფიცირების 4 509 ახალი შემთხვევიდან 1 871 თბილისში გამოვლინდა, 804 – იმერეთში

საზოგადოება
1373
Frontnews image description

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 509 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 871 შემთხვევა, აჭარა – 194, იმერეთი – 804, ქვემო ქართლი – 269, შიდა ქართლი – 343, გურია – 100, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 366, კახეთი – 258, მცხეთა-მთიანეთი – 148, სამცხე-ჯავახეთი – 113, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 43. 

 

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 45 216  საიდანაც: 6 545 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 602, აჭარაში – 530, იმერეთში – 1 373.

 

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 681 პირი, მათ შორის, თბილისში – 613, აჭარაში – 132, იმერეთში – 498. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 368 პირი,  მათგან თბილისში – 201, აჭარაში – 39, იმერეთში – 32.

 

1 135 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 690 – თბილისში, 278 – აჭარაში.

 

37 536 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 40 779 ადამიანი. 

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები