Logo

ინფიცირების 5 204 ახალი შემთხვევიდან 1 857 თბილისში გამოვლინდა, 1 008 – იმერეთში

Frontnews image description

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 5 204 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 857 შემთხვევა, აჭარა – 210, იმერეთი – 1 008, ქვემო ქართლი – 308, შიდა ქართლი – 435, გურია – 148, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 443, კახეთი – 384, მცხეთა-მთიანეთი – 168, სამცხე-ჯავახეთი – 168, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -75.

 

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 52 765 საიდანაც: 6 718 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 626, აჭარაში – 564, იმერეთში – 1 395. 

 

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 677 პირი, მათ შორის, თბილისში – 634, აჭარაში – 127, იმერეთში – 524. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 371 პირი,  მათგან თბილისში – 215, აჭარაში – 37, იმერეთში – 31. 

 

1 156 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 763 – თბილისში, 235 – აჭარაში. 44 891 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

 

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 46 100  ადამიანი.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები