Logo

ინფიცირების მიმდინარე 19 521 აქტიური შემთხვევიდან 4 278 ადამიანი საავადმყოფოში მკურნალობს

საზოგადოება
322
Frontnews image description

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 929 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 659 შემთხვევა, აჭარა – 96, იმერეთი – 363, ქვემო ქართლი – 147, შიდა ქართლი – 90, გურია – 56, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 155, კახეთი – 286, მცხეთა-მთიანეთი – 37, სამცხე-ჯავახეთი – 33, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 7.

 

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 19 521 საიდანაც:

 

4 278 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 566, აჭარაში – 405, იმერეთში – 909.

 

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 068 პირი, მათ შორის, თბილისში – 381, აჭარაში – 123, იმერეთში – 307. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 272 პირი,  მათგან თბილისში – 165, აჭარაში – 21, იმერეთში – 27.

 

726 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 368 – თბილისში, 204 – აჭარაში.

 

14 517 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

 

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 45 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 36, ხოლო აჭარაში – 9.

 

სულ  6 ოქტომბრიდან – 28 სექტემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 25 178 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 15 590 ადამიანი.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები