Logo

ინფიცირების მიმდინარე აქტიური 36 310 შემთხვევიდან 6 766 ადამიანი საავადმყოფოში მკურნალობს

საზოგადოება
1338
Frontnews image description

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 965 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 651 შემთხვევა, აჭარა – 201, იმერეთი – 288, ქვემო ქართლი – 100, შიდა ქართლი – 150, გურია – 82, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 168, კახეთი – 161, მცხეთა-მთიანეთი – 80, სამცხე-ჯავახეთი – 51, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 33.

 

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 36 310 საიდანაც: 6 766 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 930, აჭარაში – 784, იმერეთში – 1 084. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 559 პირი, მათ შორის, თბილისში – 684, აჭარაში – 178, იმერეთში – 336. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 405 პირი,  მათგან თბილისში – 242, აჭარაში – 41, იმერეთში – 35. 2 152 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 048 – თბილისში, 682 – აჭარაში. 27 392 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

 

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 97 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 92, ხოლო აჭარაში – 5.

 

სულ  6 ოქტომბრიდან – 6 სექტემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 25 131 პირი.

 

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 31 111 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 12 133 პირი, აჭარაში – 4 154, იმერეთში – 3 357.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები