Logo

ინფორმაცია, თითქოს ხაშურში, მეათე საარჩევნო უბანთან „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი ფულს არიგებდა, სიცრუე აღმოჩნდა

რეგიონები
55
Frontnews image description

ინფორმაცია, თითქოს ხაშურში, მეათე საარჩევნო უბანთან „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი ფულს არიგებდა სიცრუე აღმოჩნდა.

კადრები სოციალურ ქსელში გავრცელდა. ვიდეოს ავტორი ამტკიცებდა, რომ საარჩევნო უბანთან ხდებოდა ამომრჩევლის მოსყიდვა.

გაირკვა, რომ ვიდეო, რომელიც გავრცელდა 3 ოქტომბერს არის გადაღებული და „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი საარჩევნო უბნის გარე პერიმეტრთან არა ფულს, არამედ სააგიტაციო მასალას ავრცელებდა.

„მე ვარიგებდი წინასაარჩევნო სააგიტაციო მასალას. არასწორი გადაღება და გავრცელება მოხდა“, - განაცხადა მედიკო გაბეხაძემ.

imedinews.ge

თაგები:

არჩევნები
Advertisement